logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: გასაგებია, რომ ფეიკომანიით შეპყრობილთათვის ცალკე ტელევიზიები არსებობს, მაგრამ ცალკე საქართველოს ვერ გავაკეთებთ, აქ ხართ, აქ ვართ და სიმართლე არ იმალება
- +

27 ივნისი. 2022. 16:06

 

 

„გემი, რომელზეც რადიკალურმა ოპოზიციამ სიუჟეტი გააკეთა, არ იმყოფება სანქციების სიაში. გემი რეალურად დგას რეიდზე, თუ აღმოჩნდება ტრანზიტული ტვირთი, რომლის გამგზავნი იყო სანქცირებული კომპანია, შესაბამისად, საქართველოს გავლით ამ ტვირთის გატარებაზე ითქმება უარი და ტვირთი გაბრუნდება უკან“, - ამ სიტყვებით ეხმაურება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი გავრცელებული ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერი დგას.

 

„გუშინ, 26 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა ცალმხრივი, ყოველგვარი ჟურნალისტური სტანდარტის და ეთიკის კოდექსის ნორმების დარღვევით მომზადებული სიუჟეტი ბათუმის პორტში რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთული ტანკერის შესახებ. სიუჟეტში, ჟურნალისტმა გამოთქვა მისი განცხადებით ინკოგნიტო წყაროს ვარაუდი, რომ ამ ტვირთის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები, მათ შორის უჩა მამაცაშვილი მფარველობს. რეალურად არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, მტკიცებულება ან თუნდაც ირიბი დადასტურება, რომ ბატონი უჩა მამაცაშვილი რაიმე სახით არის დაკავშირებული ამ ტვირთთან და ზოგადად საზღვაო გადაზიდვებთან.

 

საყურადღებოა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტი ახორციელებს ყველა გემთან მიმართებაში შესაბამის სკრინინგს. თუ გემი ან გემის მფლობელი იმყოფება სანქციების სიაში, ამ გემს არ ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს ტერიტორიულ წყლებში და შესაბამისად, ჩვენს ნავსადგურში შემოვიდეს. აღნიშნული გემი და არც გემის მფლობელი არ არის სანქცირებული. ტვირთთან დაკავშირებული საკითხები საზღვაო ტრანსპორტის კომპეტენციას ცდება, ეს არის შემოსავლების სამსახურის მანდატის ქვეშ და საჭირო განმარტებას ისინიც გააკეთებენ. გემი, რომელზეც რადიკალურმა ოპოზიციამ სიუჟეტი გააკეთა, არ იმყოფება სანქციების სიაში. გემი რეალურად დგას რეიდზე, თუ აღმოჩნდება ტრანზიტული ტვირთი, რომლის გამგზავნი იყო სანქცირებული კომპანია, შესაბამისად, საქართველოს გავლით ამ ტვირთის გატარებაზე ითქმება უარი და ტვირთი გაბრუნდება უკან. გასაგებია, რომ ფეიკომანიით შეპყრობილთათვის ცალკე ტელევიზია/ტელევიზიები არსებობს. მაგრამ, ცალკე საქართველოს ვერ გავაკეთებთ, ვერა... აქ ხართ, აქ ვართ და სიმართლე არ იმალება, არა!“ - წერს მეგრელიშვილი „ფეისბუქზე“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner