logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ლაგაზიძის დაგეგმილი აჯანყება არ გაიშვა სოფელ ყიზილაჯლოს გადასახვევამდე!
- +

27 ივნისი. 2022. 16:15

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რევოლუციების მეტი რა მინახავს?!

 

საფრანგეთში რო დაიწყეს, ზუსტად 10 წელიწადი გააგრძელეს. პოლარიზაციაც ფეხებზე დაიკიდეს, კოჰაბიტაციაც და დეოლიგარქიზაციაც, ვინც არ მოეწონათ, თავი გილიოტინაზე დაადებინეს და ძაან ფაქიზად წააგდებინეს!

 

1917-ში რუსეთი რომ არიეს, ეგეც მაგარი იყო - ნიკოლოზ მეორის ოჯახიდან დაწყებული, იმდენი ხალხი ჟლიტეს, თვლაც კი უაზრობა იყო. ვინმე მოსწონდათ, არ მოსწონდათ, სუ ფეხებზე ეკიდათ, მთავარი იყო, ცარისტული ავტოკრატია დაემარცხებინათ და დაამარცხეს კიდევაც!

 

თუმცა მანამდე იყო ინდოეთი - ეგენი კიდე ბრიტანელებს აუხტნენ - კუდებით ქვები ასროლინეს. რომ არა მამა მაჰათმა განდი, არაფერი გამოვიდოდა, მაგრამ ყისმათი აქაც რევოლუციონერების მხარეზე იყო!

 

1773 წლის 16 დეკემბერს ბოსტონის ნავსადგურში 60 კოლონისტმა ინგლისური გემებიდან 342 ყუთი ჩაი ზღვაში რომ გადაყარა, ხომ გახსოვთ? არ დაგიმალავთ, ეს ჩათლახობა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის მოპოვების წინაპირობა გამოდგა, დაიწყეს და გავიდნენ კიდევაც დამკაში!

 

რომელი ერთი ჩამოვთვალო?

 

1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონის სამოქალაქო უფლებების მარში არ დაგავიწყდეთ. აღარაფერს ვამბობ პუჭურა რევოლუციებზე, ფერადებად რომ მონათლეს და შემდეგ - მაიდანიო, არაბული გაზაფხულიო, ვარდებისაო.

 

ჰოდა... იმის თქმა მინდოდა, ამდენის მომსწრესა და მნახველს აეგეთი სირთაოზა რევოლუციონერები, ფოტოზე რო ჰხედამთ, არსად შემხვედრიან.

 

ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ისეთი ყურებჩამოყრილები და უგერგილოები არიან, წიხლის ჩაზელა მოგინდება!

 

რა დიღმელაშვილი, რომელი გაგარინი, რა მაქარაშვილი, რომელი ჭუტა, სადაური ბუღაძე, რის აკუ, რის კაკუ, რომელი ტაკო, რა ბოკერია, რა ჩერგო, რა მათე, ხალხო, ამათ ჩვენ ქვეყანას ბუზი როგორ უნდა აუფრინონ?

 

ჰა, ამიხსენით, ამ ავადმყოფებმა ჩვენი ქვეყანა რანაირად უნდა ააყირაონ... მაშ, ჩვენ აღარცა ვყოფილვართ და აღარც არაფერი გვიკეთებია?!

 

არ გადამრიოთ!

 

ლაგაზიძის დაგეგმილი აჯანყება არ გაიშვა სოფელ ყიზილაჯლოს გადასახვევამდე!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner