logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ გაშლილია ტოტალური შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამის ბოლო მაგალითია პორტში, არასანქცირებულ გემზე ატეხილი ქოთქოთი
- +

27 ივნისი. 2022. 17:50

 

 

„დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიის და ასევე, მათი მომსახურე სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ გაშლილია ტოტალური შეტევა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის ბოლო მაგალითი გახლდათ ჩვენს პორტში არასანქცირებული გემის მიერ შემოტანილ სანქცირებულ ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ბათუმის პორტში არასანქცირებული გემის მიერ შემოტანილ სანქცირებულ ტვირთს.

 

როგორც ანჯაფარიძე წერს, გემსაც და ტვირთსაც მოექცნენ ისე, როგორც სანქცირებული რეჟიმი და კანონი ითხოვს. მისივე თქმით, სულ რამდენიმე საათი იცოცხლა ფეიკმა.

 

„დესტრუქციული ოპოზიციის, მათი მომსახურე მედიის და ასევე, მათი მომსახურე სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ, გაშლილია ტოტალური შეტევა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ, ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის ბოლო მაგალითი გახლდათ, ჩვენს პორტში, არასანქცირებული გემის მიერ, შემოტანილ სანქცირებულ ტვირთზე ატეხილი ქოთქოთი. დავინახეთ, რომ გემსაც და ტვირთსაც მოექცნენ ისე, როგორც სანქცირებული რეჟიმი და კანონი ითხოვს. ასე რომ, სულ რამდენიმე საათი იცოცხლა ფეიკმა. ევროინტეგრაციის თემით მოხერხებულად შეფუთულ ე.წ. „არაძალადობრივ წინააღმდეგობას“, სინამდვილეში ეწოდება ანტისახელმწიფოებრივი პუტჩი, სხვაგვარად არც შეიძლება ეწოდოს. ამაში ჩართული არიან გარე ძალებიც. ეს უკვე ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. რად ღირს თუნდაც „კოლექტიური არახამიების“ შემოტევები.

 

ახლა კი მთავარი საკითხი: 1. ვის აწყობს ის, რომ საქართველომ ვერ/არ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? პასუხი ცხადზე ცხადია. 2. რა უნდა გაკეთდეს, რომ რეკომენდაციები ვერ შესრულდეს? ქვეყანა უნდა ჩაიძიროს პერმანენტული დესტაბილიზაციის მორევში მინიმუმ 3-4 თვით. ვის აწყობს ეს? ვიცით 3. ვისი საქმის გამკეთებლები არიან ისინი, ვინც ამას ამზადებს ჩვენს ქვეყანაში? - რუსეთის! შესაბამისად, 3 ივლისის აქციის მთავარი ბენეფიციარის ვინაობაც ცნობილია“, - წერს ანჯაფარიძე „ფეისბუქზე“.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner