logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: უკრაინა საქართველოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებს
- +

27 ივნისი. 2022. 18:14

 

 

„უკვე მერამდენედ ხდება, რომ უკრაინის წარმომადგენლები საქართველოს მიმართ დეზინფორმაციას ავრცელებენ. უკრაინა საქართველოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებს, აღნიშნული მისიის შესრულებაში ერთ-ერთ მთავარ როლს არახამია თამაშობს, რომელმაც უკადრებელი იკადრა, შეურაცხყო არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ ქართველი ხალხი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით არახამიას განცხადებას, რომლის თანახმად საქართველოს ხელისუფლება ღრმად არის ჩართული ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დასახმარებლად სანქციების გვერდის ავლაში.

 

ჩიხელიძე დავით არახამიას განცხადებას უსაფუძვლოსა და უარგუმენტოს უწოდებს.

 

„არახამიას საუბარი, ისევე როგორც მისი წინამორბედების, უარგუმენტო და ფაქტებს მოკლებულია. არც შეიძლება არგუმენტირებული იყოს საუბარი, რომელიც სანქციების გვერდის ავლაში საქართველოს მონაწილეობას გულისხმობს, რადგან ბუნებაში მსგავსი ფაქტი არ არსებობს. ისმის მარტივი კითხვა, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნების გული მოიგოს? ვეხმარებით ჰუმანიტარული ტვირთით - სანაცვლოდ ვიღებთ კრიტიკას, ვზრუნავთ უკრაინელ ლტოლვილებზე - სანაცვლოდ ვიღებთ ცილისწამებას, უკრაინას მხარდაჭერას ვუცხადებთ საერთაშორისო ტრიბუნიდან - სანაცვლოდ ვიღებთ უარგუმენტო კრიტიკას. მხარს ვუჭერთ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციებს - სანაცვლოდ ვიღებთ არამეგობრულ განცხადებებს უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან. ლოგიკურად უკრაინის ხელისუფლების გულის მოგების ერთადერთ გზას საქართველოს ომში ჩართვა წარმოადგენს. ომს არც საქართველოს მთავრობა და არც ქართველი ხალხი არ დაუშვებს. რადგან ჩვენ გვსურს მშვიდობა, მშვიდობა რომელიც საქართველოს გამთლიანების და ეკონომიკური განვითარების ერთადერთ გზას წარმოადენს. უახლოეს წარსულში ჩვენ ჩვენი წილის სისხლი დავღვარეთ, მაგრამ უკრაინის მხრიდან სრული იგნორი მივიღეთ. მშვიდობის ფასია, რომ დღეს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მშვიდი ცხოვრება აქვს!“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner