logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც უკრაინაში ომამდე იყო
- +

27 ივნისი. 2022. 21:20

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობები ვერ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რაც უკრაინაში ომამდე იყო.

ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო ურთიერთობებში გრძელვადიანი ცვლილებები გამოიწვია.

„როდესაც სიტუაცია იცვლება, ჩვენც უნდა შევიცვალოთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

22 ივნისს, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთთან პარტნიორობა, როგორც ეს ნატოს 2010 წლის სტრატეგიულ კონცეფციაშია ნახსენები, უახლოეს მომავალში წარმოუდგენელია მისი აგრესიული და იმპერიალისტური პოზიციის გამო.

right_banner right_banner
არქივი
right_banner