logo_geo
eng_logo
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი: რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი
- +

27 ივნისი. 2022. 23:04

ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ევროკავშირში გაზის მიწოდების სერიოზული შეფერხებებია მოსალოდნელი.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან ჩვენ ვიცოდით, რომ [გაზის მიწოდების] ძალიან სერიოზული შეფერხება შესაძლებელის და ახლა, როგორც ჩანს, ეს სავარაუდოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო განვახორციელეთ, რათა ამისთვის მზად ვყოფილიყავით“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

„სიტუაცია უარესდება. მიუხედავად იმისა, რომ [ევროკავშირის] წევრ ქვეყნებში გაზის მიწოდება ამჟამად უზრუნველყოფილია, [გაზის] მიწოდების უსაფრთხოების რისკები უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე“, - დასძინა მან.

კადრი სიმსონის თქმით, გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არ არის მყისიერი და ევროპის გაზის სისტემამ კარგად მოახდინა რეაგირება შექმნილ ვითარებაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner