"ვიცი, რომ ჟურნალისტები ამზადებენ სპეციალურ გამოძიებას, რომელიც ფართო საზოგადოებას ყველა მტკიცებულებას აჩვენებენ. ეს ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და გაანალიზდეს, რადგან მე არ ვარ ჟურნალისტი. მე არ ვატარებ ჟურნალისტურ გამოძიებებს", - ამის შესახებ დავით არახამიამ „ქრონიკას“ აშშ-ში ვიზიტისას განუცხადა.
უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე საქართველოში ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე საუბრობს და ბრალდებებს კიდევ ერთხელ აყენებს. ფაქტები და მტკიცებულებები არ აქვს, მაგრამ განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება, დავით არახამიასა და მისი მოკავშირეებისთვის საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს. არახამია კიდევ უფრო შორს მიდის საქართველოს მოქალაქეებს კონკრეტულ მითითებებსაც აძლევს.
„მალე გამოქვეყნდება ავტორიტეტული საგამოძიებო ჟურნალისტების მიერ, მე კი არა ამას ჟურნალისტები აჩვენებენ. ვიცი, რომ ისინი ამზადებენ სპეციალურ გამოძიებას, რომელიც ფართო საზოგადოებას ყველა მტკიცებულებას აჩვენებენ. ეს ინფორმაცია უნდა დამუშავდეს და გაანალიზდეს, რადგან მე არ ვარ ჟურნალისტი. მე არ ვატარებ ჟურნალისტურ გამოძიებებს. დანარჩენს, რაზეც ვსაუბრობ და ვგულისხმობ, ვფიქრობ, საქართველოში ყველა გაიგებს. რუსული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანია, რომელსაც საქართველოში დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს. საქართველო ამას არ იმსახურებს. ქართველებმა შესაბამისი პასუხი უნდა გასცენ“, - აცხადებს არახამია.