"როდესაც გეუბნებიან, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გათავისუფლდნენ და ივანიშვილი სანქციების ქვეშ მოექცეს, ამას როგორ შეიძლება არ უპასუხო? ეს არის უბრალოდ სირცხვილი და ამით პირველ რიგში ჩრდილს აყენებენ ევროკავშირის რეპუტაციას," - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში დასმულ შეკითხვას იმის შესახებ, იქონია თუ არა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე გავლენა „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ევროპარლამენტარების შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა.
ირაკლი კობახიძემ გადაცემაში კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ღმერთმა დაიფაროს ევროკავშირი, რომ მათი ციტატებით განისაზღვრებოდეს ევროკავშირის სულისკვეთება“.
„ერთ-ერთ ციტატას მოვიყვან და შევაფასოთ, უნდა გაეცეს თუ არა ამას პასუხი. მთელი სულისკვეთება ჩანს კონკრეტული ამ ადამიანების, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირი, ღმერთმა დაიფაროს ევროკავშირი რომ ასეთი ციტატებით განისაზღვრებოდეს მისი სულისკვეთება, ეს არის კონკრეტულია ადამიანების სულისკვეთება, რომლებიც არიან დაკავშირებული ჩვენს ოპონენტებთან. მაგალითად, მიხეილ გალერი, რომელიც არის გერმანელი ევროპარლამენტარი, ამბობს ასეთ რამეს, როგორ წარმოუდგენელ რამეს ამბობს თქვენ განსაჯეთ. „ივანიშვილი თუ პატრიოტიაო, ქვეყნიდან წავიდოდაო“ ანუ პატრიოტები უნდა წავიდნენ ქვეყნიდან და უჯიშოებს უნდა დარჩეთ ეს ქვეყანა, ეს არის ის სცენარი, რომელსაც ვხედავთ. ვინც დგას სცენაზე ამ აქციის ძირითადად ეს არის „სირცხვილია“, „ნაცმოძრაობა“ თავისი მედიასაშუალებებითა და NGO-ებით და ა.შ. ასეთი ადამიანების ხელში უნდა გალერს რომ დარჩეს ქვეყანა. ივანიშვილისნაირი პატრიოტები უნდა წავიდნენ ქვეყნიდან და უჯიშო, უსამშობლო და ღმერთო ხალხის ხელში უნდა დარჩეს ქვეყანა. უპასუხოდ უნდა დავტოვოთ ასეთი განცხადება, რაც გალერმა გააკეთა? ეს ხომ წარმოუდგენელია.
მაგალითი ავიღოთ, მარკეტა გრეგორევა, თავის ქვეყანაში მისი პარტია იღებს 15%-ს, ლიდერიც კი არ არის პოლიტიკური პარტიის და ჩვენ უნდა გვასწავლოს ჭკუა მარკეტა გრეგორევამ საქართველოში, როდესაც ჩეხ ხალხს ვერ არწმუნებს თავის ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.