აშშ-ის მისურის შტატში, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე, 50 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა რიცხვი ჯერ დაზუსტებული არ არის.
სამგზავრო მატარებელი ლოს-ანჯელესიდან ჩიკაგოში მიემართებოდა. კომპანია Amtrak-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მატარებელი სატვირთო მანქანას შეეჯახა ქალაქ მენდონთან.
მატარებელში დაახლოებით 243 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.