logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. თუმცა, არ მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება.
- +

28 ივნისი. 2022. 12:34

 

 

„მნიშვნელოვანია როგორც ქალაქში, ისე ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, ტურიზმის სექტორის მაქსიმალური მხარდაჭერა და ის ჩავარდნა, რაც გვქონდა ბოლო წლების განმავლობაში სრულად უნდა იქნეს გამოსწორებული ტურიზმის მიმართულებით.

 

ყველას კარგად ესმის, მათ შორის ხალხს, რომ რადიკალური ნაწილი ცდილობს, მათ შორის ეს მიმდინარე აღდგენა ნებისმიერი საშუალებით დააზიანონ, გამოიწვიონ განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსახლეობაში, თუმცა ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს მათ შორის, ევროპულ ოჯახში. თუმცა, არა მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს ან ჩვენი წინაპრების ოცნება, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner