„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „1937 წლის მომენტის“ წინაშე არიან და ყველაფერი უნდა გააკეთონ მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასარიდებლად“, - ამის შესახებ ბრიტანეთის არმიის გენშტაბის ხელმძღვანელმა პატრიკ სანდერსმა განაცხადა.
ბრიტანელი გენერლის თქმით, ვლადიმერ პუტინი და მისი „ექსპანსიონისტური ამბიციები“ უდიდეს საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტს, დემოკრატიას და ძალადობის გარეშე ცხოვრების თავისუფლებას.
გენერლის ცნობით, მისის ერთადერთი მიზანია „ჯარის მობილიზება, რათა დაეხმაროს ევროპაში ომის გავრცელების თავიდან აცილებას.
„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები „1937 წლის მომენტის“ წინაშე არიან და ყველაფერი უნდა გააკეთონ მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასარიდებლად“, - დასძენს ბრიტანელი გენერალი.
დასავლური მედიის ცნობით, ბრიტანელი გენერალი ლონდონში, არმიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.