logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება - მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები საქმედ გადაიქცეს
- +

28 ივნისი. 2022. 13:53

 

 

„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტწლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, NATO-ს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება - მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო სრულად თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან და  მადრიდის სამიტიდან მკაფიო გზავნილების მოლოდინი აქვს.

 

„საქართველო, ფაქტობრივად, უკვე სრულად თავსებადია NATO-ს სტანდარტებთან. ჩვენი შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტს სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს მონაწილეობა NATO-ს მისიებში თუ სხვადასხვა სახის ტრენინგებში და ამ კუთხით, თავსებადია. იცით, რომ იყო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის, ავღანეთში და ამ მხრივ, საქართველო ამტკიცებს, რომ ის, ისე, რომ არ არის NATO-ს წევრი, საკუთარი ქცევით, სწორედ პასუხისმგებლობას იღებს, იმავე პასუხისმგებლობას, როგორსაც იღებენ NATO-ს წევრი ქვეყნები და არის, არა მხოლოდ, უსაფრთხოების სისტემის მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორი. აქედან გამომდინარე,  მოლოდინები გვაქვს, რომ  მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო უფრო მკაფიო გზავნილები იქნება.  ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და NATO-ს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკვლევი და ნათელი გეგმა მოგვეცეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner