logo_geo
eng_logo
უკრაინის შსს: პუტინმა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის ბრძანება გასცა
- +

28 ივნისი. 2022. 13:56

 

 

რუსული ძალების მიერ  სამოქალაქო ობიექტების მიზანმიმართული დაბომბვის ბრძანება პირადად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

 

მინისტრის ინფორმაციით, 2 დღეში რუსებმა 100 ფრთოსანი რაკეტა გამოუშვეს, რომლებიც, ძირითადად, სამოქალაქო ობიექტებს მოხდა.

 

სარაკეტო იერიშის ბოლო ასეთ ფაქტს, რომელიც პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგში მოხდა, 18 ადამიანი ემსხვერპლა და 60 დაიჭრა. მონასტირსკის თქმით, „ამსტორის“ სავაჭრო ცენტრის მახლობლად არანაირი სამხედრო ობიექტი არ არის.

 

„კრემლის მიზანია უკრაინელების ფიზიკური განადგურება“, - განაცხადა მონასტირსკიმ. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრში სარაკეტო დარტყმის დროს 1000-მდე ადამიანი იმყოფებოდა და დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

 

„სპეციალურად არჩევენ ისეთ ობიექტებს, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფება და მათ სძინავთ.  საუბარია მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ კვარტლებზე. პუტინმა გასცა პირდაპირი ბრძანება, რომ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტები დაიბომბოს“, - ამბობს მინისტრი.

 

კრემენჩუგში მდებარე სავაჭრო ცენტრი 27 ივნისს დაიბომბა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რაკეტა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა „ტუ-22“-მა კურსკის ოლქიდან გამოუშვა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტული აქტი უწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner