logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ყოფილ თანაგუნდელებზე: „ნასედკები“ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან - უდიდესი უმრავლესობა „ნაცმოძრაობის“ მიერ იყო „დავერბოვკებული“
- +

28 ივნისი. 2022. 00:29

 

 

„კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ „დავერბოვკებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა კითხვაზე, არის თუ არა „ქართულ ოცნებაზე“ ბიძინა ივანიშვილის გავლენების დამადასტურებელი ის, რომ „ოცნების“ ყოფილი წევრები ამაზე ღიად საუბრობენ.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ წასული პოლიტიკოსების ნაწილი „ნასედკები იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან“.

 

„ვინ ყოფილი თანაგუნდელები? „ნასედკები“ რომ იყვნენ გუნდში, იმაზე ლაპარაკობთ? რაის ყოფილი თანაგუნდელები? „ნასედკები“ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ დროიდან. ფაქტებით გეტყვით, ვინ როგორ „დაავერბოვკეს“. ნამდვილად ასე იყო და აღარ მინდა სახელების და გვარების დასახელება, ისინი არიან გაკოტრებული თავიდან ბოლომდე. კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“, მათი უდიდესი უმრავლესობა იყვნენ „ნაცმოძრაობის“ მიერ „დავერბოვკებული“.

 

ყველაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ „დავერბოვკებული“ კონკრეტული ფორმით და კონკრეტული ცოდვების გამო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის გავლენების დამადასტურებელი ვერ იქნება ვერც ის ფაქტი, რომ დღეს ხელისუფლებაში მის მიერ დატოვებული ხალხი არიან.

 

„ეს გუნდი თავის დროზე ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის მიერ, მეც ვარ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მოსული ამ გუნდში, ირაკლი ღარიბაშვილი, კახი [კალაძე] ... რომ გავყვეთ მთელ გუნდს, ძირითადი გადაწყვეტილების მიმღებნი ვინც არიან, ყველა თავის დროზე არის, რა თქმა უნდა, მისი მოყვანილი. აბა, ვისი მოყვანილი უნდა იყოს ეს გუნდი? მან დააფუძნა ეს პოლიტიკური პარტია, იყო პრემიერი, მერე იყო პარტიის თავმჯდომარე და აბა, ვის უნდა მოეყვანა ეს ხალხი? პოლიტიკიდან რომ გავიდა ბიძინა ივანიშვილი, მის მიერ დატოვებული ხალხი უნდა წასულიყო „ქართული ოცნებიდან“ და სააკაშვილის მიერ მოყვანილი ხალხი უნდა მოსულიყო „ქართულ ოცნებაში?“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner