logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული წევრები იდენტური ფორმულით იღებენ დაფინანსებას, არცერთი ევრო/ცენტი არ დაუკარგავს საქართველოს
- +

28 ივნისი. 2022. 00:31

 

 

„რეალურად კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული წევრები ზუსტად იდენტური ფორმულით იღებენ დაფინანსებას, არცერთი ევრო-ცენტი არ დაუკარგავს საქართველოს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანასა და ასოცირებულ სახელმწიფოს შორის „ფინანსური და მატერიალური კუთხით ნული განსხვავებაა ზუსტად, პოლიტიკური განსხვავება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია“.

 

„როგორც ვიღებდით აქამდე დაფინანსებას, ზუსტად იმ მოცულობით მივიღებთ ხვალაც და როგორც იღებდა მოლდოვა და უკრაინა, ზუსტად იმავეს მიიღებს ხვალაც.

 

კანდიდატის ქვეყნების საშუალო დაფინანსება 2014-2020 წლებში წლიური ერთ სულ მოსახლეზე იყო 34 ევრო, ჩვენს შემთხვევაში 2014-2021 წლის მონაცემები წლიური ერთ სულ მოსახლეზე არის 39 ევრო.

 

ფინანსური და მატერიალური კუთხით ნული განსხვავებაა ზუსტად, პოლიტიკური განსხვავება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია, მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ნულია ზუსტად განსხვავება 0,1-იც არ არის და ნებისმიერთან შეგვიძლია ციფრებით ვისაუბროთ ამაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner