logo_geo
eng_logo
თურქეთში 38 000 პატიმარს გაათავისუფლებენ
- +

18 აგვისტო. 2016. 12:24


თურქეთში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე დაპატიმრებულ 38 ათასს მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ.



თურქეთის იუსტიციის მინისტრის განმარტებით, პატიმართა გათავისუფლება რეფორმის ფარგლებში განხორციელდება, რომლის მიზანს ციხეების განტვირთვა წარმოადგენს.


გათავისუფლებული პატიმრები ზედამხედველობის ქვეშ იქნებიან.


უცხოური მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთში ამბოხების მცდელობის შემდეგ განხორციელებული მასობრივი დაპატიმრებების შემდეგ მიიღო.


ცნობისთვის, 16 ივლისს, თურქეთში სახელმწიფო გადატრიელების მცდელობის შემდეგ, 26 ათასი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები, მოსამართლეები და მასწავლებლები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner