logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

28 ივნისი. 2022. 14:42

 

 

პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი უსინათლოთა თემის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ახალ ინიციატივაზე იმსჯელეს, რომლის მიზანი უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის სანოტარო მომსახურების სერვისით სარგებლობის წესების გამარტივებაა.

 

რატი იონათამიშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართულობას.

 

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელმაც უნდა შექმნას სამართლებრივი გარანტიები, რომ ყოველგვარი ხელოვნური ბარიერების გარეშე, უსინათლო და მცირემხედველმა ადამიანებმა დამოუკიდებლად გააფორმონ ნებისმიერი სახის გარიგება. ინიციატივასთან დაკავშირებით გვქონდა საკითხები, რომელზეც გვინდოდა პოზიციების დაახლოება. შეიძლება ითქვას, რომ ესეც არის, 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მოწოდების  მაგალითი, რომელშიც  საუბარია სამოქალაქო სექტორის ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. დღეს, უსინათლოთა თემის მაგალითზე, ჩვენ ამის კარგი მაგალითი ვაჩვენეთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner