logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე ელენე ხოშტარიას: ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის უკან დგას დავით იაკობაშვილი, ის პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში, სადაც არის ხაზინა, რომლიდანაც ბევრი რუსული რუბლი მერიცხება....
- +

28 ივნისი. 2022. 14:44

 

 

„რუბლოვნა, ევტუშენკოვზე გაჩერება არ შეიძლება. ამიტომ სრული ვერსია ასეთია: - ელენე ხოშტარია: ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას - ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში, სადაც არის ხაზინა, რომლიდანაც რუბლები მერიცხება და ამ ქალაქის შესახებ პირველი ინფორმაცია თარიღდება 1147 წელს, რომელ წელსაც კონრად III-ის არმია დამარცხდა თურქების სულთან მასუდ I-ის მიერ, რომელიც ცხოვრობდა სტამბულში, რომელსაც ადრე ერქვა კონსტანტინოპოლი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარტია „დროას“ ბრიფინგს, სადაც ხოშტარიამ ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთით მდგარ გემზე ისაუბრა.

 

„ელენე ხოშტარია - ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას - ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრებოდა. რუბლოვნა, ევტუშენკოვზე გაჩერება არ შეიძლება. ამიტომ სრული ვერსია ასეთია: - ელენე ხოშტარია: ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას - ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში, სადაც არის ხაზინა, რომლიდანაც რუბლები მერიცხება და ამ ქალაქის შესახებ პირველი ინფორმაცია თარიღდება 1147 წელს, რომელ წელსაც კონრად III-ის არმია დამარცხდა თურქების სულთან მასუდ I-ის მიერ, რომელიც ცხოვრობდა სტამბულში, რომელსაც ადრე ერქვა კონსტანტინოპოლი. ლენა კიდევ ლაპარაკობს“,  - წერს გაბრიჭიძე „ფეისბუქზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner