„რუბლოვნა, ევტუშენკოვზე გაჩერება არ შეიძლება. ამიტომ სრული ვერსია ასეთია: - ელენე ხოშტარია: ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას - ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში, სადაც არის ხაზინა, რომლიდანაც რუბლები მერიცხება და ამ ქალაქის შესახებ პირველი ინფორმაცია თარიღდება 1147 წელს, რომელ წელსაც კონრად III-ის არმია დამარცხდა თურქების სულთან მასუდ I-ის მიერ, რომელიც ცხოვრობდა სტამბულში, რომელსაც ადრე ერქვა კონსტანტინოპოლი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარტია „დროას“ ბრიფინგს, სადაც ხოშტარიამ ბათუმის პორტში სანქცირებული ტვირთით მდგარ გემზე ისაუბრა.
„ელენე ხოშტარია - ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას - ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრებოდა. რუბლოვნა, ევტუშენკოვზე გაჩერება არ შეიძლება. ამიტომ სრული ვერსია ასეთია: - ელენე ხოშტარია: ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთის შესვლის უკან დავით იაკობაშვილი დგას - ეს პირდაპირ კავშირშია ევტუშენკოვთან, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში, სადაც არის ხაზინა, რომლიდანაც რუბლები მერიცხება და ამ ქალაქის შესახებ პირველი ინფორმაცია თარიღდება 1147 წელს, რომელ წელსაც კონრად III-ის არმია დამარცხდა თურქების სულთან მასუდ I-ის მიერ, რომელიც ცხოვრობდა სტამბულში, რომელსაც ადრე ერქვა კონსტანტინოპოლი. ლენა კიდევ ლაპარაკობს“, - წერს გაბრიჭიძე „ფეისბუქზე“.