logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილს და ოპოზიციურ მედიას ჰგონია, რომ ვინმეს მათსავით მოკლე მეხსიერება აქვს, ყველაფერი კარგად გვახსოვს, ამიტომ ხშირად შეგახსენებთ, ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში და რა უბედურება მოუტანეს ჩვე
- +

28 ივნისი. 2022. 14:45

 

 

„მთელი საქართველო დავით იაკობაშვილს იცნობს, როგორც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს. სწორედ მას მიყიდა 2014 წელს, საქართველოს ბიუჯეტის და ქართული ჯარის ფულის მომპარავმა კეზერამ, თუმცა, დღეს ელენე გავრილოვნა ხოშტარია ამბობს, რომ დავით იაკობაშვილი, რომელიც რუსეთთან სერიოზული კავშირებით გამოირჩევა, თურმე კეზერაშვილის კი არა, სხვების ბიზნესპარტნიორი ყოფილა, ის სხვები კიდევ სხვების და იმ სხვებს აქვთ სავარაუდოდ კავშირი საქართველოსთანო“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„მთელი საქართველო დავით იაკობაშვილს იცნობს, როგორც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორს. სწორედ მას მიყიდა 2014 წელს, საქართველოს ბიუჯეტის და ქართული ჯარის ფულის მომპარავმა კეზერამ, ბიზნესმენებისთვის წართმეული ბენზინგასამართი სადგურების ქსელი. ქართული ბიზნესის რეკეტს და წართმეული ბენზინგასამართი სადგურების კეზერას ხელში გადასვლას ადასტურებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ (სოროსის ფონდი) მიერ 2012 წელს გამოცემული კვლევა „ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლები“ - ავტორი; პოლ რიმპლი. თუმცა, დღეს აღმოჩნდა, რომ და ამას ამბობს ელენე გავრილოვნა ხოშტარია, დავით იაკობაშვილი, რომელიც რუსეთთან სერიოზული კავშირებით გამოირჩევა, თურმე კეზერაშვილის კი არა, სხვების ბიზნესპარტნიორი ყოფილა, ის სხვები კიდევ სხვების და იმ სხვებს აქვთ სავარაუდოდ კავშირი საქართველოსთანო. სამწუხაროა, რომ სამოქალაქო სექტორის ნაწილს და ოპოზიციურ მედიას ჰგონია, რომ ვინმეს მათსავით მოკლე მეხსიერება აქვს, არადა, ყველაფერი ძალიან კარგად გვახსოვს და ვიცით, ამიტომ ხშირად შეგახსენებთ, ვის ეკუთვნოდა საქართველო 2003-2012 წლებში, ვინ იყო სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი და ძმანი მათნი და რა უბედურება მოუტანეს ჩვენს სამშობლოს!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner