საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა რუსეთის მიმართ მტკიცე მიდგომა უნდა შეინარჩუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
„რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს [უკრაინაში]. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მანამ გაგრძელდება, სანამ საჭირო იქნება და მომდევნო თვეებში [მხარდაჭერის] ინტენსივობა გაიზრდება“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.