თურქეთის პროვინცია ვანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა.
როგორც ტელეკომპანია „ალ ჯაზირა" იუწყება, დაღუპულია 7 ადამიანი, ხოლო თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ" იტყობინება, რომ დაშავებულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა.
პროვინცია ვანში დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილების შენობასთან გუშინ აფეთქდა.
პასუხისმგებლობა მომხდარისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.