logo_geo
eng_logo
მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება
- +

28 ივნისი. 2022. 16:35

 

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება. შესაბამის დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

 

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

 

„მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1 ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner