logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის წინაპირობა დაასახელა
- +

28 ივნისი. 2022. 16:36

 

 

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის წინაპირობა დაასახელა.

 

როგორც შოლცმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მხოლოდ მოსკოვსა და კიევს შორის „სამართლიანი სამშვიდობო შეთანხმების“ გაფორმების შემდეგ მოიხსნება.

 

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები სოლიდარულები არიან იმაში, რომ არ მისცენ რუსეთს უკრაინასთან ომში გამარჯვების საშუალება და გაზარდონ ეკონომიკური ზეწოლა მოსკოვზე.

 

„გავაგრძელებთ ერთობლივ ქმედებებს, რათა ვლადიმერ პუტინისა და მისი რეჟიმისთვის ამ ომის ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განაცხადა შოლცმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner