„ამ სამიტზე ჩვენ განვსაზღვრავთ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ახლა ვართ და ვიქნებით მომავალში. ასევე განვსაზღვრავთ სპეციფიკურად იმ რესურსებს, რომელიც გვაქვს ამ საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და როგორ გამოვიყენებთ მათ. ამასთან, მოვახდენთ ალიანსის კონსოლიდაციას. პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოჩნდა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ახლა და მომავალშიც“, - ეს განცხადება ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა NATO-ს მადრიდის სამიტის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მივიღებთ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას NATO-სთვის, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო 10 წელიწადში NATO-ს ქმედებებს და მას მადრიდის სახელი ერქმევა, რაც მნიშვნელოვანია ესპანეთისთვის. ველოდებით, როგორ დასრულდება NATO-ს გენერალური მდივნის მოლაპარაკებები ახალი წევრების, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე. ვუსურვებთ გენერალურ მდივანს წარმატებას.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს დღეს თუ არ მოხდება, მაშინ მოხდება მოგვიანებით და ისინი გახდებიან NATO-ს წევრები. და მესამე, მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ვხდებით NATO-ს ახალი სტრატეგიის მონაწილეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპის სამხრეთისთვის. ეს არის სტრატეგია 360 გრადუსი, რაც მოიცავს სამხრეთ ფლანგს, როგორც ელემენტს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული მომდევნო თვეებში. განსაკუთრებით საჰელის რეგიონში“, - განაცხადა პედრო სანჩესმა.