logo_geo
eng_logo
თურქეთში მორიგ აფეთქებას 3 ადამიანის სიცოცლხე ემსხვერპლა
- +

18 აგვისტო. 2016. 12:32


თურქეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ამჯერად დანაღმული ავტომობილი პოლიციის განყოფილებასთან თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ელაზიგში აფეთქდა.


სააგენტო „როიტერის" ცნობით, დაღუპულია 3 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 120-ს აჭარბებს.


როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ფიქრი იშიკმა სააგენტო „ანადოლუს" განუცხადა, აფეთქების უკან თურქეთში აკრძალული „ქურთისტანის მუშათა პარტია" დგას.


რამდენიმე საათის წინ დანაღმული ავტომობილი პროვინცია ვანში აფეთქდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ორი აფეთქება მოხდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner