ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ განიხილავს, თუმცა შეშფოთებულია მოსკოვთან პეკინის მჭიდრო კავშირებით.
„ჩინეთს მოწინააღმდეგედ არ მივიჩნევთ, თუმცა იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ ჩინეთმა ვერ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რომ ჩინეთი ნატოსა და დასავლეთის შესახებ უამრავ ცრუ ნარატივს ავრცელებს და რომ ჩინეთი და რუსეთი ახლა უფრო ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე ყოფილან“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.