„სირცხვილიას“ დაანონსებულ აქციაზე უკვე მეორე დღეა რეგიონებში მოსახლეობას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ეპატიჟებიან. დღეს ქუთაისში ხატია დეკანოიძე ჩავიდა და მოქალაქეებს 3 ივლისის აქციაზე თბილისში ჩამოსვლისკენ მოუწოდა. თუმცა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მოქალაქეებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ახალციხეში კი ადგილობრივები ლევან ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ. მსგავსი ფაქტი მოხდა გუშინაც, როდესაც იმერეთში აგიტაციას ნიკა მელია ეწეოდა.
„სირცხვილიას“ მორიგი აქცია 3 ივლისს გაიმართება.