„ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია „პირველ პრესკლუბში" გაავრცელა.
ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ბურჭულაძე სააკაშვილს 4-5 დღის წინ ჟენევაში შეხვდა და ამ შეხვედრის ამსახველ დოკუმენტაციას იგი მიღებისთანავე გაასაჯაროებს.
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე 4-5 დღის წინ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშილს ჟენევაში შეხვდა. საიდუმლო შეხვედრის ამსახველ დოკუმენტაციას ველოდები ჩემი ევროპელი მეგობრისაგნ, რომელსაც მალე გავასაჯაროებ.
შეხვედრის პარალელურად, საქართველოში ბურჭულაძის პარტია დატოვეს მისმა წევრებმა და ამავე დროს, დაიგეგმა „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტ პარტიებთან - „ახალ საქართველოსთან" და „გირჩთან" გაერთიანების შესახებ სამოქმედო გეგმა", - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლი აცხადებს, რომ ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობასთან" ღია თანამშრომლობა პოლიტიკურად წამგებიანია, პაატა ბურჭულაძემ ცალკე, ფარულად მოქმედება გადაწყვიტა.
ზურაბ ქადაგიძე, „სახელმწიფო ხალხისთვის" წევრებისგან დატოვებას, ბურჭულაძის „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობითა და პარტიის ყოფლი წევრების იმედგაცრუებით ხსნის.
ქაგდაგიძის თქმით, ადამიანები, რომლებიც ბურჭულაძეს დამოუკიდებელ, ნეიტრალურ კანდიდატად თვლიდნენ, მოტყუებულები აღმოჩნდნენ და პროტესტის ნიშნად პარტია დატოვეს.