logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: რუსეთი ენერგორესურსებს იძულების იარაღად იყენებს
- +

28 ივნისი. 2022. 21:25

 

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ავტორიტარული რეჟიმების საქონელზე ზედმეტად დამოკიდებულების საშიშროებას ცხადყოფს.

 

„რუსეთი ენერგორესურსებს იძულების იარაღად იყენებს, რაც ხაზს უსვამს რუსულ ნავთობსა და გაზზე სწრაფად უარის თქმის აუცილებლობას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ფასია, რომლის გადახდაც ღირს თავისუფლებისთვის.

 

„რა თქმა უნდა, მე ვაღიარებ, რომ ჩვენს ეკონომიკურ სანქციებს ასევე აქვს გლობალური შედეგები, მათ შორის ენერგეტიკული ბაზრებისთვის და შესაბამისად, ევროპელები, ნატოს მოკავშირეები, შეერთებული შტატები საფასურს იხდიან. ეს საფასური გაცილებით დაბალია, ვიდრე ის ფასი, რომელსაც ქვეყნები გადაიხდიან, თუ პუტინი თავისას მიაღწევს დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებით. ეს არის ფასი, რომელიც თავისუფლებისთვის უნდა გადავიხადოთ“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner