logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: არავინ იცის, დასრულდება თუ არა ომი წლის ბოლომდე - ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს
- +

28 ივნისი. 2022. 21:55

 

 

არავინ იცის, დასრულდება თუ არა ომი წლის ბოლომდე, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინაში ომი ხვალვე შეიძლება დასრულდეს, თუ ამას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გადაწყვეტს.

 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდება და უკრაინის სუვერენიტეტი ხელშეუხებელი დარჩება.

 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინა სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩეს და მთელმა ქვეყანამ იცხოვროს მშვიდობიანად და თავისუფლებაში“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner