logo_geo
eng_logo
აფთიაქების მონიტორინგის შედეგად, 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგა
- +

18 აგვისტო. 2016. 12:48


ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპულ აფთიაქებში ჩატარებული მონიტორინგის პირველი შედეგები  გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 5 აგვისტოდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად დარღვევის 30 შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი რეგულაციით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, დადგა 13 ფარმაცევტის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამავე პერიოდში ფუნქციონირება შეწყვიტა 17 ავტორიზებულმა აფთიაქმა", - განაცხადა დავით მაჭარაშვილმა.

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტებზე 24-საათიანი მონიტორინგი გრძელდება. რეგულირების სააგენტოს სპეციალისტები კონტროლის ღონისძიებებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner