ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს, - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.
ოლენა ზელენსკას თქმით, ხუთთვიანმა ომმა უკრაინელები აიძულა, მოლოდინები შეეცვალათ და ახლა ბევრი მარათონის ალბათობისთვის ემზადება.
„ძალიან რთულია ხუთი თვის განმავლობაში გაძლება. ჩვენ უნდა დავაგროვოთ ძალა, უნდა დავზოგოთ ენერგია. ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი ტანჯვის დასასრულს“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა ლედიმ.
უკრაინის პირველმა ლედიმ კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმას ტერორიზმი უწოდა.