logo_geo
eng_logo
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ლისიჩანსკში ვითარება ძალიან რთულია
- +

29 ივნისი. 2022. 01:38

 

 

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ლისიჩანსკში სიტუაცია ძალიან რთულია.

 

„ლისიჩანსკში და მის გარშემო ვითარება ახლა ძალიან რთულია. არ არის წყლის ცენტრალური მიწოდება, არ არის გაზი, არ არის დენი. საბრძოლო მოქმედება მუდმივად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

 

სერგეი გაიდაის თქმით, რეგიონში მყოფი რუსული ძალები მთელ ძალისხმევას ქალაქის შტურმისთვის იყენებენ.

 

„მთელი ეს რუსული ურდო მიმართულია ლისიჩანსკის შტურმისაკენ. სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურული დაწესებულებები, საავადმყოფოები, საგანგებო დახმარების ბაზები, სადაც ხალხი იკრიბება ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული შტაბები, ისინი [რუსები] სრულად ანადგურებენ ყველაფერს“, - განაცხადა მან.

 

სერგეი გაიდაიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და თავდასხმის გასაგრძელებლად ძველ აღჭურვილობაზე დაყრდნობა უწევთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner