მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. NATO-ს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.