logo_geo
eng_logo
14 აგვისტოდან „გარიყულას სკოლის“ რეგიონული პროექტის განხორციელება დაიწყო
- +

18 აგვისტო. 2016. 12:56


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 აგვისტოდან  „გარიყულას სკოლის"   რეგიონული  პროექტის განხორციელება დაიწყო. ოთხი თვის მანძილზე, „არტ ვილა გარიყულა" გორისა და ხაშურის სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლებს და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას  შემოქმედებით ინიციატივებში, მათ ინტეგრირებას თანამედროვე კულტურულ მოვლენებში.


პროექტი ხელოვნების დემოკრატიზაციას ემსახურება და  შიდა ქართლის რეგიონის ახალგაზრდებს კულტურაზე წვდომას გაუადვილებს; მოსწავლეები გაეცნობიან  თანამედროვე ხელოვნების ისეთ ფორმატებს, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული სოციალურ აქტივობასთან - აქტივიზმი, ეკო-არტი, საჯარო ხელოვნება და ა.შ.


„არტ ვილა გარიყულა", როგორც შიდა ქართლის რეგიონში  მოქმედი,  პრაქტიკულად ერთადერთი საერთაშორისო სტატუსის მქონე კულტურის ცენტრი, ახალგაზრდების შეკრების ადგილი იქნება. 


პროექტი მომზადდა რეგიონის რამდენიმე სამოქალაქო და საჯარო, ასევე - საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით: „სამოქალაქო საზოგადოების გზამკვლევი", (გორი), შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდი - არტ ვილა გარიყულა" (სოფელი გარიყულა), ხაშურის მე-8 საჯარო და გორის  სკოლები, გორის მუნიციპალიტეტის  მერია და  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ჰააგა - თბილისი)

პროექტის ხელმძღვანელი: მერი ბეჟუაშვილი (სამოქალაქო საზოგადოების გზამკვლევი)

პროექტის ავტორი და კურატორი: მაია ჩიკვაიძე („არტ ვილა გარიყულა")


პროექტში ჩართული არიან კვალიფიციური პედაგოგები და ტრენერები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner