logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: პუტინი უფრო მეტ NATO-ს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან
- +

29 ივნისი. 2022. 10:44

 

 

„რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურდა NATO-ს გაფართოება. დიქტატორს სურდა, ნაკლები NATO ენახა თავისი ქვეყნის საზღვრებთან, მაგრამ მიიღო სრულიად საპირისპირო“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენები პუტინისთვის ნათელი გზავნილია. დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ალიანსის კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვის, რომელთა ნახვაც რუსეთს არ სურს.

 

„მას ნაკლები NATO სურდა, მაგრამ ახლა პრეზიდენტი პუტინი უფრო მეტ NATO-ს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner