logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი ბათუმში სანქცირებული კომპანიის ნავთობით დატვირთული გემის შესვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ამ საკითხს სერიოზულად უდგება
- +

29 ივნისი. 2022. 12:00

 

 

„ვმუშაობთ სახელმწიფო უწყებებთან - საბაჟოსთან, შემოსავლების სამსახურთან, სამინისტროსთან. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ასეთი ტიპის ინფორმაციებზე“, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კითხვას, რომელიც ბათუმის ნავსადგურში სანქცირებული კომპანიის ნავთობით დატვირთული გემის შესვლას ეხებოდა.

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ ვაკვირდებით ასეთი ტიპის აქტივობებს ყველგან. ვმუშაობთ სახელმწიფო უწყებებთან - საბაჟოსთან, შემოსავლების სამსახურთან, სამინისტროსთან. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ასეთი ტიპის ინფორმაციებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ამ საკითხს სერიოზულად უდგება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სანქციების გვერდის ავლის ყველა მცდელობას და გავაგრძელებთ ამ მონიტორინგს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner