logo_geo
eng_logo
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, „თიხის აკადემია“ საქმიანობას აფართოებს
- +

29 ივნისი. 2022. 12:03

 

 

„საქართველოს ბანკი“ ქართული ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, ხელნაკეთი კერამიკული ნივთების საწარმო საქმიანობას ავითარებს. საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 30 000 ლარს შეადგენს.

 

„თავდაპირველად მომხმარებელს კერამიკის ხელნაკეთ ჭურჭელსა და სუვენირებს ვთავაზობდით. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ახალი ინვენტარი შევიძინეთ და ჩვენს საქმიანობას ახალი მიმართულება - თიხის აკადემია დავამატეთ. აკადემიაში როგორც პატარებს, ასევე დიდებს, ძერწვის შესწავლის კურსებს ვთავაზობთ. ინტერესი დღითი დღე მატულობს, რაც ძალიან გვახარებს და გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და გავაგრძელოთ განვითარება“, - აცხადებს ბიზნესის ხელმძღვანელი, მაიკო ჩინჩალაძე.

 

საწარმოს პროდუქცია ონლაინ, ბიზნესის ფეისბუქ-გვერდზე და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.

 

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკმა“ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში ახალი მასშტაბური კამპანია, „Made in Georgia“ დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებებითა და უკეთესი პირობებით მათთვის საჭირო სერვისებზე, როგორიცაა: შეღავათიანი საკომისიო პოსტერმინალით გადახდებსა და Extra.ge-ზე, API სერვისების ინტეგრაცია, პროდუქციის ფოტოსესია და სხვა. ვრცლად კამპანიის და შეთავაზებების შესახებ, აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3wvubo3 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner