15 აგვისტოს, საბაჟო-გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში სხვადასხვა სინჯისა და წონის არადეკლარირებული ოქროს ზოდები (19 ცალი) საერთო წონით 18.6 კილოგრამი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკანონო ტვირთი აზერბაიჯანის მოქალაქის, ა.ი-ს სატრანსპორტო საშუალების რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში იქნა აღმოჩენილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 1 322 763 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.