logo_geo
eng_logo
მებაჟეებმა 18 კილოგრამზე მეტი ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
- +

18 აგვისტო. 2016. 12:57


15 აგვისტოს, საბაჟო-გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის" კონტროლის ზონაში სხვადასხვა სინჯისა და წონის არადეკლარირებული ოქროს  ზოდები (19 ცალი) საერთო წონით 18.6 კილოგრამი აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა უკანონო ტვირთი აზერბაიჯანის მოქალაქის, ა.ი-ს სატრანსპორტო საშუალების რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს. ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში  იქნა აღმოჩენილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  1 322 763 ლარი შეადგინა.


საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner