საბერძნეთის პარლამენტში საქართველო-საბერძნეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ, საბერძნეთი-საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დიმიტრის კუველასმა, საბერძნეთის პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ ვასიკიოს დიღალიკასმა და საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში დავით დონდუამ საქართველო-საბერძნეთის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გახსნეს.
გამოფენაზე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი საარქივო დოკუმენტები და ფოტომასალაა წარმოდგენილი.
ღონისძიება საბერძნეთში საქართველო-საბერძნეთის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საპარლამენტო- პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.