logo_geo
eng_logo
აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 70-მდე სტუდენტი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში გაემგზავრა
- +

29 ივნისი. 2022. 16:34

 

 

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის 70 სტუდენტი გერმანიაში გაემგზავრა. სტუდენტები 3 თვის განმავლობაში გაივლიან სასწავლო პრაქტიკას ტურიზმის სფეროში.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა და პროგრამის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

 

„მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები თეორიულ ცოდნასთან ერთად, გაიუმჯობესებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს საზღვარგარეთ, რაც მათ მომავალში წარმატებით დასაქმების საშუალებას მისცემს.

 

დღეს, როგორც მთავრობის, ისე ყველა მოქალაქის მთავარი ამოცანაა გავხდეთ ევროპის სრულფასოვანი წევრი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზას ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად აუცილებლად წარმატებით გავივლით“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

 

 

 

საერთაშორისო პრაქტიკა გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების საფუძველზე ხორციელდება. 2013 წლიდან საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში ბსუ-ს 700 -ზე მეტმა სტუდენტმა გაიარა.

 

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით,  2022 წელს, ბათუმის საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

 

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, სტუდენტთა დახმარების და სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლის პროგრამებით 2018-2022 წლებში სწავლა დაუფინანსდა  5000-ზე მეტ სტუდენტს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner