"პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ," - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
„ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია. გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესის წინსვლას, რომელიც მიზნად ისახავს ძალიან საჭირო რეფორმების განხორციელებას“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.