UNFPA მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართულ პირებს, რომლებიც საქველმოქმედო-ჰუმანიტარული სამსახურის შესრულების დროს საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, გაერთიანდეს და ადვოკატირების გზით ხელი შეუწყოს უფრო ჰუმანური მსოფლიოს ჩამოყალიბებას.
წლევანდელი მსოფლიო ჰუმანიტარული დღის აღნიშვნას წინ უძღოდა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი, რომელიც 23-24 მაისს სტამბოლში ჩატარდა. სამიტის განმავლობაში მსოფლიო ლიდერებმა გამოხატეს ერთობლივი მხარდაჭერა ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოების დღის წესრიგის განხორციელებაში და აიღეს ვალდებულება იმ 130 მილიონი ადამიანის წინაშე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ.