logo_geo
eng_logo
გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხვალ მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს აღნიშნავს
- +

18 აგვისტო. 2016. 13:24


UNFPA მსოფლიო ჰუმანიტარულ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს, რითაც პატივს მიაგებს ჰუმანიტარულ საქმიანობაში ჩართულ პირებს, რომლებიც საქველმოქმედო-ჰუმანიტარული სამსახურის შესრულების დროს საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, გაერთიანდეს და ადვოკატირების გზით ხელი შეუწყოს უფრო ჰუმანური მსოფლიოს ჩამოყალიბებას. 
წლევანდელი მსოფლიო ჰუმანიტარული დღის აღნიშვნას წინ უძღოდა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი, რომელიც 23-24 მაისს სტამბოლში ჩატარდა. სამიტის განმავლობაში მსოფლიო ლიდერებმა გამოხატეს ერთობლივი მხარდაჭერა ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოების დღის წესრიგის განხორციელებაში და აიღეს ვალდებულება იმ 130 მილიონი ადამიანის წინაშე, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner