logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია - თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი გვჭირდება
- +

29 ივნისი. 2022. 21:46

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრისგან უკრაინის დაცვის ყოველთვიური ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

„ეს არ არის ომი, რომელსაც რუსეთი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. ეს არის ომი ევროპაში პირობების კარნახის უფლებისთვის, თუ როგორი იქნება მომავალი მსოფლიო წესრიგი. ამიტომ აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა იარაღით, ფინანსებით და რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკური სანქციებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს სამიტზე ვირტუალური მიმართვისას.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსული არტილერიასთან დასაპირისპირებლად და დასძინა, რომ რუსეთი არ შეჩერდება სამხრეთ უკრაინის ან დონბასის რეგიონის დაპყრობაზე.

უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იარაღით დახმარება. ჩვენ გვჭირდება თვეში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი. ეს არის ზუსტად ის, რაც საჭიროა თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner