logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჩვენი ევროპული მომავლისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ოღონდ იქ​ ცოცხლები უნდა მივიდეთ
- +

29 ივნისი. 2022. 23:54

პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იქ ვიყოთ. ოღონდ იქ​ ცოცხლები უნდა მივიდეთ, არა დანგრეული და განადგურებული ქვეყანა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, 10-11%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე წლის 5 თვეში და ერთ წამში შეიძლება განადგურდეს ყველაფერი.

პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მისი ვიზიტი კიდევ გრძელდება - ეს ყველაფერი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იქ ვიყოთ. ოღონდ იქ​ ცოცხლები უნდა მივიდეთ, არა დანგრეული და განადგურებული ქვეყანა. სასაფლაოსთვის ხომ არ გვინდა ევროპა? გვინდა იმისთვის, რომ იქ ვიცხოვროთ და ხალხი იყოს ბედნიერი. 10-11%-იანი ზრდა გვაქვს მიმდინარე წლის 5 თვეში და ერთ წამში შეიძლება განადგურდეს ყველაფერი. სულაც ომი რომ არ იყოს, რეცესიაში შეიძლება წავიდეს ეკონომიკა და ამის საფუძველი შეიძლება გახდეს ერთი პატარა ზედმეტი მოძრაობა რუსეთის მხრიდან. ეს უნდა ავირიდოთ თავიდან. ეს არის, რისკენაც გვიბიძგებს ოპოზიცია. ამაზე ღიად საუბრობდნენ, მერე თითქოს შეწყვიტეს და ახლა შეფარვით ცდილობენ იმავეს გაკეთებას“, - განაცხადა სუბარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner