ვატიკანში, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტის გაშუქებისთვის და ინფორმაციული მხარდაჭერისთვის კულტურის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედს“ მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„მინდა, თქვენს არხს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შესანიშნავი ინფორმაციული მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც, ქართული საზოგადოება ამ ისტორიული მოვლენის შესახებ ვერც შეიტყობდა სათანადოდ და მადლობა თქვენ ამისთვის“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.