logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილური ხუმრობა, რომელიც დღეს ვატიკანში ქართველებისგან მოვისმინე, იყო: „ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ ვატიკანში მიგვიღეს“
- +

30 ივნისი. 2022. 00:46

"ერთ-ერთი ყველაზე გონებამახვილური ხუმრობა, რომელიც დღეს აქ ქართველებისგან მოვისმინე, იყო: „ევროკავშირში არ მიგვიღეს, მაგრამ ვატიკანში მიგვიღეს“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. წულუკიანი ვატიკანში იმყოფება, სადაც სამების საკათედრო ტაძრის გუნდმა ორი კონცერტი გამართა.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, მაგრამ ამ ხუმრობაში არის სიხარულიც, აღტაცებაც, ცოტა სევდაც, გულის ტკივილიც, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ომშიც კი მღეროდა, არამცთუ წარუმატებლობის ჟამს და რომელიც სამართლიანად აფასებდა იმ წარმატების დოზას, რომელიც მას წილად ხვდებოდა - ამ შემთხვევაში ევროპულ პერსპექტივას ვგულისხმობ, რომელზეც 2014 წელს ან თუნდაც შარშან ვერცერთი ქართველი ერ იოცნებებდა. ეს გვაქვს, მაგრამ გვინდოდა მეტი და გხვდებიან ადამიანები, რომლებიც არიან ცოტა მოწყენილები. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ვაგრძელებთ მუშაობას, იმისთვის, რომ თუკი რამე არის გასაკეთებელი გაკეთდეს, მაგრამ ის, რაც არის გასახარელი და დღეს გიხარია, დღეს უნდა გაკეთდეს. და მე ძალიან მიხარია, როდესაც აქედანაც კი თვალშისაცემია რამდენად დიდი როლი შეასრულა ამ კონცერტმა და დღევანდელმა დილამ წმინდა პეტრეს ტაძარში ქართული საზოგადოების გაერთიანებაში. ჩვენ გაერთიანდით აღტაცებაში, სიამაყეში, იმაში რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც შეუძლია ასეთი რამ შექმნას“, - განაცხადა წულუკიანმა.

26 ივნისს, სიქსტის კაპელაში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტი​ გაიმართა, 29 ივნისს კი წმინდა პეტრეს ტაძარში, „შენ ხარ ვენახი“ და პატრიარქის „ავე მარია“ შესრულდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner